რა შეედრება ბავშვის
გულის სითბოს, მის უმწიკლო სიყვარულს, მისი სხივჩამდგარი თვალების მზერას- ალბათ არაფერი. მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც ყოველ დღე უცქერის ამ თვალებს, რომლებიც
სიყვარულითა და იმედით უყურებენ მას. მასწავლებლის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლო
და რთულია. ყველა პროფესიის ადამიანი გარკვეული დროის შემდეგ ხედავს თავისი შრომის
ნაყოფს, ამჩნევს მუშაობის დროს დაშვებულ შეცდომებს და ცდილობს გამოასწოროს იგი. მაგრამ
მასწავლებელს ეს შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ყოველი შეცდომა ცუდად აისახება ბავშვის
მომავალზე. ამიტომაც მას, ვინც ამ პროფესიას აირჩევს ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვი და
კარგად იცოდეს მისი ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებები.
სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება
ბავშვის ცხოვრება. იგი სკოლაში მისვლისას აღმოჩნდება უცხო, უფრო „მკაცრ“ გარემოში.
მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება. თუ როგორ მოახერხებს სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას
ბევრადაა დამოკიდებული მასწავლებელზე. ამ პერიოდში
მასწავლებლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის იმედგაცრუება,
კონფლიქტი, სწავლაში წარუმატებლობა. ეს ყოველივე კი დიდ გავლენას იქონიებს მის პიროვნულ განვითარებაზე.
დაწყებითი კლასების მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი პირველი მასწავლებელი - დამრიგებელი. მისი საუბარი, შექება და შენიშვნა მოქმედებს ბავშვზე. ამიტომ დაწყებითი კლასების მასწავლებელი დიდი სიყვარულსა და სითბოს უნდა გამოხატავდეს მოსწავლის მიმათ. ის ხომ სკოლაში პირდაპირ თბილი ოჯახური გარემოდან მოდის.
დაწყებითი კლასების მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი პირველი მასწავლებელი - დამრიგებელი. მისი საუბარი, შექება და შენიშვნა მოქმედებს ბავშვზე. ამიტომ დაწყებითი კლასების მასწავლებელი დიდი სიყვარულსა და სითბოს უნდა გამოხატავდეს მოსწავლის მიმათ. ის ხომ სკოლაში პირდაპირ თბილი ოჯახური გარემოდან მოდის.
„აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, საჭირო არ არის ცემა- ტუქსვა, რადგან თქვენი
სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც.“ (ვილჰელმ გრიმი)
დამრიგებელი უნდა დაეხმაროს კლასის მოსწავლეებს არამარტო
სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაში, არამედ ჩამოუყალიბოს ელემენტარული სასწავლო ჩვევები, სწავლის სწავლა, თანამშრომლობის უნარი,
ჯანსაღი ღირებულებები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით
საფეხურზე.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას, ქმნის ნდობისა
და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლესა და დამრიგებელს შორის თბილი,
პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
ჩემ სადამრიგებლო კლასებში დამრიგებლის საათს ვატარებ საუბრისა და დისკუსიის ფორმატით, ვარჩევთ ზღაპრებს და მოთხრობებს. განვიხილავთ მათთვის საინტერესო თემებს. ჩემმა მოსწავლეებმა იციან,რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ყველას აზრი მისაღებია და მას მოუსმენენ სიამოვნებით.
სადამრიგებლო საათი საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს განვუვითარო სოციალური უნარები, საკუთარი თავის რწმენა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, კომუნიკაცია, დადგენილი წესების დაცვა...
ვცდილობ, რომ კლასში იყოს თბილი და პოზიტიური ურთიერთობები. ამაზე ვზრუნავ საგაკვეთილო პროცესში, სადამრიგებლო საათის დროს, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში...